Vollständiger Abstract
Worum geht es in dieser Arbeit?
წინამდებარე ნაშრომი ეხება აჭარული დიალექტის ერთ-ერთი გამორჩეული ერთეულის, მერისის ხეობის მეტყველების ზოგიერთ მორფოლოგიურ თავისებურებას. კვლევა ეფუძნება საველე-დიალექტოლოგიური მუშაობის შედეგად ჩემ მიერ მოპოვებულ ემპირიულ მასალასა და ცოცხალ მეტყველებას. ნაშრომში დეტალურადაა განხილული ის გრამატიკული მოვლენები, რომლებიც ვლინდება სახელის ფორმაწარმოებაში, ზმნის სტრუქტურაში, ზმნისწინთა ფუნქციონირებასა და დამხმარე მეტყველების ნაწილთა (კავშირები, თანდებულები, ნაწილაკები) გამოყენების სპეციფიკაში. მერისის ხეობის ლინგვისტური მასალის ანალიზი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ზემო აჭარის მეტყველების თავისებურებათა წარმოჩენაში, აჭარული დიალექტის შესწავლა კი სრულყოფილ წარმოდგენას შეგვიქმნის ქართული ენის სამხრულ მეტყველებაზე. სტატიაში გამოყენებულია სამხრულ მეტყველებაზე დაკვირვებების შედეგად შექმნილი შრომები და კვლევები, აღსანიშნავია, რომ ბევრი მოვლენა გადაისინჯა თანამედროვე მეცნიერების მიერ, რომლებმაც უფრო სრულყოფილად წარმოადგინეს სამხრული კილოების თავისებურებები. სტატიის შექმნისას გამოვიყენეთ ემპირიული მასალის დამუშავების, ისტორიულ-შედარებითი, აღწერის, ანალიზის, სინთეზის და შეპირისპირების მეთოდები.
Bibliografischer Nachweis
Publikationsdaten
- Autor:innen
- ცისნამი ბერიძე
- Quelle
- BLACK SEA REGION AT THE CROSSROADS OF CIVILIZATIONS
- Publikation
- 2026-08-18
- Band / Ausgabe
- 4 / 2
- Seiten
- Nicht angegeben
- ISSN / ISBN
- 2960-9267, 2960-9208
- Zitationen
- 0 laut Crossref
- Referenzen
- 0 hinterlegt
Zitieren
Zitierfähiger Nachweis
ცისნამი ბერიძე (2026). მერისის ხეობის მკვიდრთა მეტყველების მორფოლოგიური თავისებურებების შესახებ. BLACK SEA REGION AT THE CROSSROADS OF CIVILIZATIONS, 4 (2). https://doi.org/10.61671/bsrcc.v4i2.12044
Kontext
Themen, Förderung und Nutzung
Lizenzhinweise: Lizenz 1