Frag' FlorenceEvidenz. Klar. Anwendbar.
Uhr 7/8Sources Journal Tree
Easy Demo

Crossref · journal-article

ფილერები ფერეიდნელ ქართველთა მეტყველებაში

ეკა დადიანი, გიორგი მულიანი

BLACK SEA REGION AT THE CROSSROADS OF CIVILIZATIONS · 2026 · Band 4 · Ausgabe 2

Vollständiger Abstract

Worum geht es in dieser Arbeit?

ფერეიდნული დიალექტი, რომელიც ირანის ისლამურ რესპუბლიკაში, კერძოდ, ფერეიდუნშაჰრის პროვინციაში არის გავრცელებული, ენათმეცნიერთა განსაკუთრებული ინტერე­სის საგანია. ფერეიდნელ ქართველთა მეტყველება საინტერესოა ფილერების გამოყენების მხრივ. მეტყველების პროცესში ხშირად იხმარება სხვადასხვა ენობრივი საშუალებები: ნაცვალსახელები, შორისდებულები, ნაწილაკები, სიტყვები, ფრაზები, ბგერები / მარცვლები, პაუზა...). ფილერების მრავალფეროვნებასა და ინტენსივობას ძირითადად განსაზღვრავს ფერეიდანში არსებული ბი­ლინ­გვური გარემო და, შესაბამისად, იქ მცხოვრებ ქართველთა დაბალი ენობრივი კომპეტენცია (მშობლიური ენის / დიალექტის ფლობის კუთხით). ზოგადად, ფილერებს მეტწილად ის ადამიანე­ბი იყენებენ, რომლებიც სრულყოფილად ვერ ფლობენ მშობლიურ ენას / დიალექტს და საუბრისას წარმოქმნილი პაუზის შევსებას სხვადასხვა საშუალებით ცდილობს. გარდა ენობრივი კომპე­ტენციისა, გასათვალისწინებელია სხვა ფაქტორებიც (განათლების დონე, ფსიქოლინგვისტური...). ფერეიდნულ დიალექტში აქტიურად გამოიყენება ქართული სიტყვა-ფილერები. ამასთან, უცხოენოვან გარემოში ხანგრძლივი არსებობის შედეგად გაჩნდა უცხოენოვანი (უმთავრესად სპარსული, იშვიათად არაბული წარმომავლობის) სიტყვაფორმები, რაც, ბუნებრივია, შესაბამისი ქართული მასალის შეზღუდვის ხარჯზე ხდება. წარმოდგენილ კვლევაში დიალექტურ მასალასა და სამეცნიერო ლიტერატურაზე დაყრდნო­ბით, გააანალიზებულია ფერეიდნელ ქართველთა მეტყველებაში დადასტურებული პაუზის შევ­სე­ბის საშუალებები / ფილერები, მათი ფორმობრივი, სემანტიკური და ფუნქციონალური მახასიათებ­ლები. ფერეიდნულის ფაქტები შედარებულია ქართული ენის სხვა დიალექტების მონაცემებთან. საანალიზოდ აღებულია სტატიის ავტორთა მიერ სხვადასხვა პერიოდში ფერეიდნის ქართულ დასახლებებში ჩაწერილი დიალექტური ტექსტები. აგრეთვე, სხვადასხვა დროს ქართველ მკვლე­ვართა მიერ ჩაწერილი ფერეიდნული მეტყველების ნიმუშები, რომლებიც გამოქვეყნებულია და განთავსებულია ქართულ დიალექტურ კორპუსში (corpora.co). განხილული მასალა ნათლად ასახავს ფერეიდანში ქართულ-სპარსული ენობრივი ინტერფე­რენციის შედეგად ამჟამად არსებულ ენობრივ ვითარებას და წარმოაჩენს ფერეიდნელ ქართველთა მეტყველებაში მიმდინარე ცვლილებებების ზოგად ტენდენციებს.

Bibliografischer Nachweis

Publikationsdaten

Autor:innen
ეკა დადიანი, გიორგი მულიანი
Quelle
BLACK SEA REGION AT THE CROSSROADS OF CIVILIZATIONS
Publikation
2026-08-18
Band / Ausgabe
4 / 2
Seiten
Nicht angegeben
ISSN / ISBN
2960-9267, 2960-9208
Zitationen
0 laut Crossref
Referenzen
0 hinterlegt

Zitieren

Zitierfähiger Nachweis

ეკა დადიანი, გიორგი მულიანი (2026). ფილერები ფერეიდნელ ქართველთა მეტყველებაში. BLACK SEA REGION AT THE CROSSROADS OF CIVILIZATIONS, 4 (2). https://doi.org/10.61671/bsrcc.v4i2.12048
RIS BibTeX CSL-JSON

Kontext

Themen, Förderung und Nutzung

Lizenzhinweise: Lizenz 1